მეტროს მემანქანეების გაფიცვა გრძელდება

05 ივნისი 2018, 00:00 1841 ნახვა

გაფიცვის მეორე დღე თბილისში. დედაქალაქში მეტრო დღესაც პარალიზებული იყო, პარალელურად გადატვირთულია მუნიციპალური ტრანსპორტი. სამოქალაქო სექტორი მკაცრად აკრიტიკებს თბილისის მერს, კახა კალაძემ გუშინ მემანქანეები შანტაჟში დაადანაშაულა, რასაც მიუღებლად მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციებში.

აცხადებენ რომ კალაძემ რამდენიმე ფაქტის გაცხადებისას იცრუა. მიუღებელია ისიც რომ მერმა მიწისქვეშ, გართულებულ პირობებში მომუშავეთა შრომა სხვადასხვა პროფესიის ადამიანების შრომას შეადარა.

სახალხო დამცველი შეხვდა დღეს მეტროს თანამშრომლებს, რომლებიც ადეკვატურ ხელფასს ითხოვენ, ნინო ლომჯარია მათ უფლებების დაცვას დაჰპირდა.
 

შედგება თუ არა შეთანხმება მერიასა და მემანქანეებს შორის ჯერ-ჯერობით უცნობია, კალაძე გვიან ღამით შეხვდა გაფიცულებს. ისინი თანახმა არიან შეთანხმებაზე, რომელიც ხელფასების მომატებას 2019 წლიდან გაითვალისწინებს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში