მოსამართლე ირაკლი შავაძე გამოძიების დაწყებას ითხოვს

06 ივნისი 2018, 00:00 1499 ნახვა

მოსამართლე ირაკლი შავაძე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ დანაშაულის ნიშნებზე არაერთხელ უსაუბრია, თუმცა შესაბამისი ორგანოები მოქმედი მოსამართლის განცხადებებით ამ დრომდე არ დაინტერესებულა.

შეგახსენებთ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძემ, რომელსაც უვადო მოსამართლედ განმწესებაზე იუსტიციის საბჭომ უარი უთხრა, სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი ზეწოლაში დაადანაშაულა.

კერძოდ, კი ირაკლი შავაძემ აღნიშნა, რომ მამისეიშვილი მის სამოსამართლეო საქმიანობაში ერევა. შავაძემ არ გამორიცხა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მისთვის უვადოდ გამწესებაზე უარი მამისეიშვილის გავლენებს უკავშირდება. საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ბათუმში გასვლითი სხდომის ჩატარებაზე, თუმცა თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ამავე კატეგორიაში