საკურორტო რეაბილიტაციის პროგრამა - რეგისტრაცია იწყება

06 ივნისი 2018, 00:00 1333 ნახვა

საკურორტო რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციართა წრე გაფართოვდა. პროგრამით უკვე 0 დან 100 000 ქულის მქონე და  5 და მეტ შვილიანი  ოჯახები ისარგებლებენ. რეაბილიტაცია და კლიმატოთერაპია 0 დან 30 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებს, მათ თანმხლებ პირებს, ომის ვეტერანებს და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს ჩაუტარდებათ, სულ 584 ადამიანს.

პროგრამა 12 დღიანია და ივლისიდან სექტემბრამდე გაგრძელდება. ხარჯებს მთლიანად ბათუმის მერია უზრუნველყოფს. პროგრამის ბიუჯეტი 304 000 ლარს შეადგენს.

ამავე კატეგორიაში