საქართველო-სომხეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

06 ივნისი 2018, 00:00 1780 ნახვა

საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს დღეს, 17:07 საათზე 4.3 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს საზღვრიდან 26 კმ-ში იყო.

გუშინ მიწისძვრა იყო აზერბაიჯანში. 22.40 საათზე 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები იგრძნობოდა საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში. მიწისძვრა აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 15 კმ-ში დაფიქსირდა.

თბილისში მიწისძვრის შეგრძნებითი ინდექსი მაგნიტუდით 4-დან 4,5 -მდე იყო. დედაქალაქში მიწისქვეშა ბიძგები რამდენჯერმა განმეორდა.

ამავე კატეგორიაში