სოფელ ვაშლოვანში აქცია განახლდა

06 ივნისი 2018, 00:00 1827 ნახვა

ვაშლოვანში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქციები განაახლეს. ადგილობრივები საცხოვრებელი კორპუსიდან 25 მეტრში ბეტონის ქარხნის მშენებლობას აპროტესტებენ.  ეკომიგრანტები ირწმუნებიან, რომ სამუშაოების წარმოების შემთხვევაში ჰაერი დაბინძურდება, რაც მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.  აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამუშაოებს საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე აწარმოებს, რომელმაც დღეს სატელევიზიო კომენტარი მუნიციპალიტეტში არ ყოფნის გამო ვერ გააკეთა, თუმცა პირად საუბარში ეს ფაქტი უარყო.

ხულოს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის განმარტებით, სამუშაოების მწარმოებელ ინდმეწარმეს „როლანდ ბოლქვაძეს“ მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილი უკვე გაუგზავნეს. დღეს, დღის განმავლობაში ბეტონის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიასთან პოლიცია იყო მობილიზებული.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში