აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო კამპანია

06 ივნისი 2018, 00:00 1752 ნახვა

აქტიურ მუშაობას განაგრძობს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შექმნილი საკოორდინაციო შტაბი აჭარაში. ყოველდღიურ რეჟიმში იწამლება ტერიტორიები, ასევე დამონტაჟდა სპეციალური ხაფანგები. მავნებელმა უკვე გამოიღვიძა, ახლა მწერი აქტიურ საინკუბაციო პერიოდშია.

ცნობისთვის წელს შარშანდელთან შედარებით, ქვეყნის ბიუჯეტიდან მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის გაცილებით დიდი თანხაა გამოყოფილი და 50 მილიონ ლარს აღწევს, რომელიც ფერომონების განთავსებასა და ტექნიკური საშუალებებით ბრძოლასთან ერთად, საინფორმაციო კამპანიასაც ხმარდება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში