სასამართლომ ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

07 ივნისი 2018, 00:00 1492 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ, მისი არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება რამდნიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.  ანა დოლიძემ საბჭოს მას შემდეგ უჩივლა, რაც ის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესიდან 14-მა მოსამართლემ აიცილა.

დოლიძე მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მის კრიტიკულ დამოკიდებულებას და განცხადებებს უკავშირდებოდა. მისივე თქმით, კანონით საბჭოს არ ჰქონდა უფლება, რომ ის გასაუბრების პროცესიდან აეცილებინა. ანა დოლიძის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტები უკვე გააცნო.  სარჩელს არ ცნობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოც. 

ამავე კატეგორიაში