პროკურატურამ მძღოლებს 9 თვის წინ ჩამორთმეული ავტომობილები, აქციის შემდეგ დაუბრუნა

07 ივნისი 2018, 00:00 1630 ნახვა

პროკურატურის თანამშრომლებმა მძღოლებს, რომლებსაც 9 თვის განმავლობაში სატვირთო ავტომობილები დაჯარიმების გამო ჩამორთმეული ჰქონდათ, დაუბრუნეს. ინფორმაცია ერთ-ერთმა მძღოლმა დაგვიდასტურა. 

ჩამორთმეული ავტომობილების დაბრუნების მოთხოვნით, მძღოლებმა აქცია ბათუმის პროკურატურასთან და შემდეგ აჭარის მთავრობის სახლთან გუშინ გამართეს. ამბობდნენ, რომ საგამოძიებო უწყებამ, სხვადასხვა დროს, ხე-ტყის უკანონო გადატანის გამო დააჯარიმეს, ავტომანქანები ჩამოართვეს და უკან აღარ დაუბრუნეს. 

აქციის მონაწილეები ყვებიან, რომ პრობლემის მოგვარებას თვეებია უშედეგოდ ითხოვენ. მათივე ინფორმაციით, უკანონო ქმედების გამო, ისინი დაჯარიმდნენ და თანხაც გადახდილი აქვთ. 

ამავე კატეგორიაში