ოშკის გუმბათის გამაგრებით სამუშაოებში ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან

07 ივნისი 2018, 00:00 1457 ნახვა

ისტორიულ ტაო–კლარჯეთში, ოშკის ტაძრის გუმბათის გამაგრებით სამუშაოებში ქართველ სპეციალისტების ჯგუფი იმუშავებს. ისინი თურქეთში უკვე გამგზავრნენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის,  ნიკოლოზ ანთიძის ინფორმაციით, ჯგუფში შედიან არქიტექტორ–რესტავრატორი, არქეოლოგი, ხელოვნებათმცოდნე და კონსტრუქტორი.

ისინი სამუშაოებს ხვალიდან შეუდგებიან და გახდება ცნობილი, როგორ გადანაწილდება გუმაბთის გამაგრებისთვის შესასრულებელი სამუშაო ქართველ და თურქ სპეციალისტებს შორის. ქართველ ექსპერტთა ჯგუფი 11 ივნისამდე თურქეთიდან უკან დაბრუნდება. ოშკის გუმბათზე გამაგრებითი სამუშაოები გასულ წელს საქართველოსა და თურქეთის მთავრობას შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად დაიწყება.ოშკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი მე-10 საუკუნეშია აშენებული. 

ამავე კატეგორიაში