ბიაფი  2018 

07 ივნისი 2018, 00:00 1764 ნახვა

კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში ბათუმის საავტორო ფილმების ფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართა. წელს ბიაფის კინოფესტივალი მე -13 ჩატარდება. პრესკოფნერენციაზე კინოფესტივალის დირექოტორმა და მენეჯერმა კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს ფესტივალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ცნობილია, რომ აღნიშნული კონოფესიტვალის ფარგლებში 100 -მდე ფილმის ჩვენება მოხდება, მათ შორის მოკლე და სრულმეტრაჟიანი სურათების. წარმოდგენილი იქნება ქართული მხატვრული ფილმებიც.

კინოფესტივალი ფილმების გარდა მოიცავს ვორქშოპებსა და მასტერკლასებს. რაც შეეხება ჟიურის შემადგელობას და სიახლეებს, დაზუსტებული პროგრამა ბიაფის ორგანიზატორების ცნობით, აგვისტოში გახდება ცნობილი. ჩვენებების ძირითადი ლოკაცია კინოთეატრი აპოლოა,  ფილმების ნახვა შესაძლებელი იქნება ევროპის მოედანზე ღია ცის ქვეშაც. კინოფესტივალი 16 სექტემბრიდან  23 სექტემბრის ჩათვლით  გაგრძელდება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში