ბათუმში მემედ აბაშიძის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

08 ივნისი 2018, 00:00 2602 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში მემედ აბაშიძის ქუჩაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე არ მოსულა საპატრულო პოლიცია.

შემთხვევის ადგილზე დაზიანდა ორი ბოძკინტი, რომელიც  მოქალაქეებმა ადგილზევე დაალაგეს, თუმცა  ჩასამაგრებელია.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ თუ კანონდამრღვევი ინდენტიფიცირებულია დაზიანებული ბოძკინტი თავად, საკუთარი სახსრებით უნდა შეაკეთოს. სხვა შემთხვევაში კი მერიის შესაბამისი სამსახურები იმოქმედებენ. 

თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მემედ აბაშიძის ქუჩაზე სპეციალისტები უახლოეს საათებში მივლენ.   

ამავე კატეგორიაში