''ჩემი პირველი არჩევნები'' - შეხვედრა უმაღლეს საბჭოში

08 ივნისი 2018, 00:00 1678 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში მომავალ ამომრჩევლებს უმასპინძლეს, მოსწავლეებს, რომელებიც სკოლის დასრულების შემდეგ საკუთარ არჩევანს პირველად გააკეთებენ, გამოიყენებენ ხმის უფლებას. სწორედ საარჩევნო ცნობიერების ამაღლებაა უმაღლესი საარჩევნო კომისიის პროექტის” ჩემი პირველი არჩევნები”-ს მიზანი. ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ბათუმის 39 სკოლიდან შერჩეული მოსწავლეები რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოს აღნიშნული პროექტის ფარგლებში ეწვივნენ.

მოზარდებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ვიცე-სპიკერმა და რამდენიმე დეპუტატმა უმასპინძლა. დავით გაბაიძე მათ უმაღლესი საბჭოს ფუნქციაზე, ავტონომიურ რესპუბლიკასა და მის სტრუქტურაზე ესაუბრა. უსკოს საინფორმაციო-სასწავლო კურსი სექტემბრიდან ისევ განახლდება და მასში უკვე ქედის, შუახევისა და ხულოს მოსწავლეები ჩაერთვებიან. 

ამავე კატეგორიაში