გომბორთან ავტოავარისას დაშავებულები კლინიკებში რჩებიან

10 ივნისი 2018, 00:00 1622 ნახვა

გომბორის უღელტეხილზე გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულიA8 პაციენტი  თელავის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება.

წუხელ ღამით და დღეს დილით თბილისში ოთხი არასრულწლოვანის ტრანსპორტირება მოხდა. მათ შორის იმ ბავშვების, რომელთაც ავტოავარიისას დედა და ბებია დაეღუპათ. საავადმყოფოში რჩება გოგონა, რომელსაც გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შვიდ პაციენტს თელავის რეფერალურ საავადმყოფოდან სავარაუდოდ დღეს გაწერენ.  გუშინ გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.

ამავე კატეგორიაში