რუსთაველის ქუჩაზე მოძრაობა აღდგა /ფოტო/

11 ივნისი 2018, 00:00 1687 ნახვა

თბილისში შვილის მკვლელების დასჯის მოთხოვნით შეკრებილებს პოლიციამ გზის გათავისუფლება მოსთხოვა. 

ამ დროისთვის კარვები გზის სავალი ნაწილიდან აღებულია და რუსთაველის ქუჩაზე მოძრაობა აღდგა. 

კარვები და კარავში განთავსებულ ნივთები პარლამენტის ტერიტორიაზე გადაიტანეს.

კარვების გადატანას აქციის მონაწილეების  პროტესტი მოჰყვა, რომლებიც აქციის დაწყებამდე იმყოფებოდნენ ტერიტორიაზე. ისინი პოლიციას სთხოვდნენ, კარვები მას შემდეგ გადაეტანათ, რაც რუსთაველის ქუჩაზე მოკლული დავით სალარიძის მამა, ზაზა სალარიძე მივიდოდა. 

"კაცური სიტყვა მოგვცა პოლიციის წარმომადგენელმა, მანამდე ხელს არ ვახლებთ კარვებს ვიდრე ზაზა არ მოვაო და კი ნახეთ, გასული არ იყო შემოვარდნენ პოლიციელები და გამოგვყარეს გარეთ" - ყვება კარავში მყოფი აქციის ერთ-ერთი  მონაწილე. 

ადგილზე მივიდა "ლეიბორისტული პარტიის ლიდერი" შალვა ნათელაშვილიც, რომელიც აცხადებდა, რომ მერიისგან სამი დღის განმავლობაში ქუჩის გადაკეტვის უფლება აქვთ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი აქციის წევრი იქნებოდა აქ.

 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში