100 ოჯახის მიმართვა პატარაძეს - სოფელ დაგვაში გზა დაიგოს

11 ივნისი 2018, 00:00 2136 ნახვა

ქობულეთში, სოფელ დაგვაში 100-ზე მეტი ოჯახი შეიკრიბა და  გზის დაგება მოითხოვა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბოლო 30 წელია სოფელის გზა არ შეკეთებულა და გადაადგილება ჭირს. 

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წელს, ამ უბანში 70 კუბამეტრი ბეტონის  დასხმა იგეგმება. მოსახლეობა ამბობს, რომ  ეს რაოდენობა არაა საკმარისი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძესა და ქობულეთის გამგებელს მირიან ქათამაძეს დამატებითი თანხების მოძიებას სთხოვენ.

ამბობენ, რომ  აუცილებელია დაგეგმილზე მეტი კუბამეტრი ბეტონი დაისხას და საოფელში საბოლოოდ მოწესრიგდეს საგზაო ინფრასტრუქტურა.

დაგველები ირწმუნებიან, რომ თუ მათ თხოვნას არ გაითვალისწინებენ, აქციებს სოფლიდან ქალაქში გადაიტანენ და პერმანენტულად გამართავენ. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში