იმ ვითარებაში რუსთაველის გამზირის გადაკეტვა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს გასცდა - ომბუდსმენი

11 ივნისი 2018, 00:00 1467 ნახვა

რუსთაველის გამზირზე კარვების გადატანას სახალხო დამცველი გამოეხმაურა. ნინო ლომჯარიას განცხადებით,  საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დასაშვებია მაშინ, როდესაც შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება შეუძლებელია სხვაგვარად, მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე.

მისი შეფასებით, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვით დაზარალდება მხოლოდ ის მოსახლეობა, რომელიც ყოველდღიურად გადაადგილდება ამ ქუჩაზე და რომელიც ასევე სოლიდარულია  ზაზა სარალიძის მიმართ.

ამავე კატეგორიაში