სამოქალაქო განათლება -  საუკეთესო პედაგოგები დააჯილდოვეს

11 ივნისი 2018, 00:00 1781 ნახვა

სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლები დაჯილდოვდნენ. საუკეთესოთა შორის ხუთი პედაგოგი აჭარიდანაა. იამზე მემარნემ  წლის საუკეთესო პედაგოგის ჯილდო მიიღო, ინგა მოსიძე – წლის წარმატებული პედაგოგი გახდა, მაკა ხინთიბიძე – სასკოლო სამოქალაქო კლუბის საუკეთესო მეურვე, ნატალია ქადაგიძეს  და თამარ გორგილაძეს სპეციალური სერტიფიკატი გადაეცათ, პედაგოგის მიერ სამოქალაქო განათლების კუთხით გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ჯილდო საქართველოს მასშტაბით სულ 35 პედაგოგს გადაეცა. ყოველწლიურ ღონისძიებაში 250-მა პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა.

ამავე კატეგორიაში