სურსათის მონიტორინგი - დარღვევები ქობულეთისა და ბათუმის სასტუმროებსა და რესტორნებში 

11 ივნისი 2018, 00:00 1961 ნახვა

დაჯარიმებული 51 ბიზნესოპერატორი და დარღვევები მაღალი დონის სასტუმროებში, რესტორნებსა და ჰიპერმარკეტებში. ძირითადად შეუსაბამობები ეტიკეტირებას და სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს ეხება, ერთ შემთხვევაში კი შეუსაბამობა კრიტიკული იყო. დაჯარიმებულებს შორისაა ბაღებისა და სკოლების სასადილოები.  

ეს წლის პირველი კვარტლის შედეგია, რომელთა უმრავლესობა როგორც სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს უკვე გამოსწორებულია. სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში ამოწმებს კვების ობიექტებს. მათ შორის იმ კომპანიებსაც, რომლებსაც დარღვევების გამოსასწორებლად გონივრული ვადა აქვთ მიცემული.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში