ჩაგვრა სკოლებში - ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმები

11 ივნისი 2018, 00:00 4125 ნახვა

ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტერორი, მოსწავლის შეურაცხყოფა, შევიწროება, დაცინვა, მუქარა, დევნა, დამცირება, სოციალური გარიყვა ან ჭორების გავრცელება – ეს ის არის რასაც დღეს უკვე ბულინგს, იგივე ჩაგვრას ეძახიან. ამასთან ბოლო პერიოდში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულში გადაიზარდა.

ამ ყველაფერს ბოლო რამდენიმე წელია დაემატა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინტერნეტ-ბულინგის შემთხვევებიც. მსგავსი ძალადობის შესახებ თითქმის ყველასთვის ცნობილია, შედეგები კი მძიმეა. რას აკეთებს სახელმწიფო მოზარდებს შორის ჩამოყალიბებული არაჯანსაღი დამოკიდებულების ხელშესაშლელად? 21-ე საუკუნის პრობლემა მსოფლიოსა და საქართველოში – ხელშემწყობი ფაქტორები, გადაჭრის გზები, მიდგომები და დაანონსებული კამპანიები – ნათია ლომაძე ესაუბრა პროცესში ჩართულ მხარეებს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში