''112''-ში ზარების მიღება დროებით შეფერხებულია

12 ივნისი 2018, 00:00 1592 ნახვა

პროგრამული ხარვეზის გამო, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში, ზარების მიღება დროებით შეფერხებულია - ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

''შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის.

"112"-ის პროგრამისტთა ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.

მოსახლეობას მოვუწოდებთ, გადაუდებელი შემთხვევისას მოგვწერონ "112"-ის "ფეისბუქის" გვერდზე, პირადი შეტყობინების სახით.''- წერია განცხადებაში

ამავე კატეგორიაში