საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა - გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა

12 ივნისი 2018, 00:00 1815 ნახვა

რა წერია – UNICEF-ის ანგარიშში. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებული “მოსახლეობის კეთილდღობის კვლევის” თანახმად საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა, ამასთან კვლავ მაღალია უმუშევრობის დონე.

ღარიბი და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ოჯახების ბავშვებისთვის კი განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ნეგატიური მაჩვენებლები ფიქსირდება. კვლევაში საუბარია პოზიტიურ ტენდენციებზეც, მაგალითად ნათქვამია რომ გასულ წელს აღმავლობა განიცადა ეკონომიკამ და უფრო ხელმისაწვდომი გახდა ჯანდაცვა. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში