ზაზა სარალიძე გენერალურ ინსპექციაში იმყოფებოდა

12 ივნისი 2018, 00:00 1716 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში იმყოფებოდა დღეს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა. როგორც სარალიძემ განაცხადა, მას აქვს მოლოდინი, რომ გამოძიებას შესაბამისი მსვლელობა მიეცემა. ამასთან, სარალიძის თქმით, გენინსპექციამ  უნდა გამოკითხოს ყველა ის პოლიციელი, ვინც გუშინდელ  ინციდენტში მონაწილეობდა.

საქმე ეხება ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ზვიად კუპრავას, რომელიც პოლიციამ გუშინ სასადილოდან სასამართლოს დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანა. მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ცნობისთვის ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების დეტალების შესასწავლად პარლამენტში საგამოძიებო კომისიაა შექმნილი. კომისიას ხვალისთვის აქვს ჩანიშნული სხდომა ქუთაისში. 

ამავე კატეგორიაში