სახელშეცვლილ სასტუმრო ''ლეოგრანდს'' მოთხოვნების შეურულებლობას ედავებიან

12 ივნისი 2018, 00:00 2789 ნახვა

არის თუ არა უსაფრთხო გარემო იქ სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების უმრავლესობა ჯერ კიდევ არ შესრულებულა? ეს ყოფილი “ლეოგრანდია,” რომელიც ახლა უკვე “ველმონდის” სახელით გაიხსნა. 44 შენიშვნა ჰქონდა სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით სახელმწიფო სამსახურს, თუმცა ამბობენ, რომ მათი უმრავლესობა არ შესრულებულა, ამიტომ პროცესში იურისტები ჩაერთვებიან.

მოთხოვნების შეუსრულებლობაზე საუბრობს ახალი ადმინისტრაციის უკვე ყოფილი თანამშრომელიც, ამბობს რომ თავად იყო პასუხისმგებელი რეკომენდაციების გათვალისწინებაზე.

მენეჯმენტში კი პირიქით, ამტკიცებენ რომ რეკომენდაციებს ეტაპობრივად გაითვალისწინებენ და ამისთვის მათ კონკრეტული ვადა აქვთ მიცემული. სწორედ ამ სასტუმროში მოხდა გასული წელს ტრაგედია. გამოძიების თანახმად მაშინ დაკვამლიანება საწყობში დატოვებულმა ჩაუმქრალმა თამბაქომ, ან ასანთმა გამოიწვია, არ იყო სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისი სისტემა გამართული, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა. 

ამავე კატეგორიაში