ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

13 ივნისი 2018, 00:00 1968 ნახვა

ეროვნული სატყეო სააგენტო, ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით მოსახლეობას მოუწოდებს  ტყეში უსაფრთხოების წესები დაიცვან და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომელიც  ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და  კოცონის დანთებისას ვრცელდება. სააგენტომ საქართველოს მასშტაბით, ხანძარსაშიში უბნებსა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ნიშნები განათავსა.  

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად - გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში.

ამავე კატეგორიაში