პროკურატურამ მარნეულის მერი დააკავა, დეპუტატ სულეიმანოვის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

13 ივნისი 2018, 00:00 1785 ნახვა

მარნეულის არჩეული მერი, მარნეულის საკრებულოს არჩეული დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრი და მარნეულის მერის ნათესავი – ესენი ის პირები არიან რომლებზეც სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

საქმე ეხება მარნეულელი მოქალაქის ღირსებისა და პატივის შელახვას, დამცირებას და ცემას – პროკურატურა ამბობს რომ ამ ყველაფერში სწორედ ზემოთხსენებული პირები მონაწილეობდნენ. ამ პირებიდან დაკავებულია მხოლოდ მერი თემურ აბაზოვი, რომელიც სტუდია “მონიტორის” ფილმში ამბობდა. რომ არაფერი იცოდა იმ ვიდეოს შესახებ რომელიც 10 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა და არც იმ ფაქტის შესახებ, რომლის ჩადენასაც მას საგამოძიებო ორგანო ედავება.

რაც შეეხება პარლამენტარს “ნაციონალური მოძრაობიდან” და მარნეულის საკრებულოს დეპუტატს “ქართული ოცნებიდან” მათ წინააღმდეგ დევნა აღნიშნული მოქალაქის ცემის ბრალდებითაა დაწყებული. პარლამენტარი ამბობს რომ საქმესთან კავშირი არ აქვს და იგი მხოლოდ იმით დაინტერესდა. 

რატომ გააკეთა მოქალაქემ განცხადება თბილისში აქციაზე ნაციონალური მოძრაობის სახელით, როცა არაა ამ პარტიის წევრი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში