მარნეულის მერს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა

14 ივნისი 2018, 00:00 1521 ნახვა

დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით  დაკავებულ თემურ აბაზოვს, პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა.   ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს მარნეულის მერისთვის აღკვეთის ზომად პატიმრობა შეფარდონ.  

თეიმურაზ აბაზოვი სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. გამოძიება მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის განხორციელებულ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტს ედავება. გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულის მერმა გინების გამო, მოქალაქეს აიძულა საკუთარი შარდით პირი დაებანა. 

პროკურატურა ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა  საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის მიმართ დაიწყო.

ამავე კატეგორიაში