პოლიციის უფროსის მკვლელობა ქობულეთში

15 ივნისი 2018, 00:00 1997 ნახვა

ქობულეთში სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი ბუტა ანთაძე მოკლეს. მკვლელობა 15 ივნისს, ღამით მოხდა. დამნაშავე დაკავებულია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს დანაშაულის მოტივს ჯერჯერობით არ ასახელებს.

ამავე კატეგორიაში