მოკლულ პოლიციის უფროსსა და ბრალდებულს შორის ურთიერთობა დაძაბული იყო - ბრალდებულის მეგობარი

15 ივნისი 2018, 00:00 1808 ნახვა

ქობულეთში პოლიციის უფროსის მკვლელობაში ბრალდებულის ახლო მეგობარი თეონა ცეცხლაძე, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ყვება, რომ პოლიციის უფროსსა და ბრალდებულს შორის ურთიერთობა დაძაბული იყო.

"ჩემი უახლოესი მეგობარია, არავის არაფერს უშავებდა, პოლიციის უფროსთან ხშირად ჰქონდა უკმაყოფილება იმის გამო, რომ სოფლის ცენტრში იკრძალებოდა ახალგაზრდების თავშეყრა, თავს შეზღუდულად გრძნობდა, თუმცა წუხელ რა გახდა კონკრეტულად კონფლიქტის მიზეზი, ვერ გეტყვით, დღეს დილით გავიგე ეს ამბავი"-ამბობს თეონა ცეცხლაძე.

შემთხვევა დაახლოებით დილის სამ საათზე მოხდა. მუხიაესტატეს გზაზე მცხოვრებთა განცხადებით, ამ დროს გადაჰქონდათ ხე. ერთ-ერთი მეზობელი ამბობს, რომ მუშებთან ეჭვმიტანილმა ალკოჰოლური სასმელი გაიტანა.

"სასმელი გაუტანია, ქეიფობდნენ, შეიძლება რამე ამ დროს მოხდა, მე ხის გადატანის დროს გრუხუნმა გამაღვიძა, ფანჯარასთან ვწევარ და ხმაური გავიგონე, უშუალოდ არაფერი მინახავს" ამბობს პოლიციის უფროსის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში