გენდერული  თანასწორობის  უწყებათშორისი  საკოორდინაციო  კომისია  შეიქმნა

15 ივნისი 2018, 00:00 1720 ნახვა

აჭარაში გენდერულ საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია შეიქმნა. მუშაობის მიზანია   რეგიონში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პოლიტიკის განხორციელება, პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალური თანასწორობის გაძლიერება და  რეგიონულ უწყებებთან ღია და კოორდინირებული მუშაობა.

კომისიის შემადგენლობაში არიან უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, მთავრობის, უმაღლესი საარჩევნო კომისიის, საზოგადოებრივი მაუწყებლის  აჭარის ტელევიზიისა და რადიოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია აჭარის უმაღლესი საბჭოს ინიციატივითა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის რეკომენდაციის საფუძველზე შეიქმნა.

ამავე კატეგორიაში