ტატუნაშვილის  საქმე – პირველი  სასამართლო  პროცესი

15 ივნისი 2018, 00:00 1610 ნახვა

მცხეთის სასამართლოში არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით სხდომა მიდმინარეობს. პროცესზე მოსამართლე დავით გურწიევისა და ალეკ ტაბოევისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

არჩილ ტატუნაშვილის მამა და ოჯახის ადვოკატი პროცესზე დასასწრებად უკვე მივიდნენ. პროცესის დაწყებამდე მათ რაიონულ პროკურატურაში შეხვედრა გამართეს, სადაც მათ ინფორმაცია მიაწოდეს. ოჯახს იმედი აქვს, რომ  დამნაშავეები დაისჯებიან.პროკურატურის განცხადებით, როდესაც ტატუნაშვილი და მასთან ერთად მყოფი ორი ადამიანი ახალგორის ტერიტორიაზე გადავიდნენ, ეს ინფორმაცია ოკუპირებული რეჟიმისთვის გახდა ცნობილი. მათ გადაწყვიტეს, რომ არჩილ ტატუნაშვილისთვის უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება, მიეყვანათ მათთვის ხელსაყრელ ადგილზე და ეწამებინათ.  

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს, დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.  ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ერთ თვეში, 20 მარტს გადმოასვენეს. ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. მონაიწლეობდა საერთაშორისო მისიებში.

ამავე კატეგორიაში