ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

15 ივნისი 2018, 00:00 1557 ნახვა

ამ წუთებში დასრულდა ბათუმის სასამართლო  სხდომა დასრულდა, სადაც გუშინ, 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული ქალის საქმე განიხილებოდა.

მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დაეტოვებინა. 

მკვლელობა 14 ივნისს, გვიან ღამით მოხდა. დილით კი ბავშვის ცხედარი სავარაუდო დამნაშავემ პოლიციის განყოფილებასთან დატოვა. მალევე დამნაშავე პოლიციამ აიყვანა, თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან მტკიცებულების სახით სამართალდამცველებმა სისხლიანი ზეწარი და დანა ამოიღეს ნაგვის ყუთიდან. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა. არც ბრალდებული და მოკლული 4 წლის ბავშვი საქართველოს მოქალაქეები არ არიან. 

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ბავშვის დედა სხვა ქვეყანაში იმყოფება, არასრულწლოვანი კი მეგობართან ჰყავდა ბათუმში დატოვებული. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბავშვის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 12-დან 19 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამავე კატეგორიაში