44 რეკომენდაცია სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის

15 ივნისი 2018, 00:00 1449 ნახვა

სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის აღმოფხვრისთვის ყოფილ სასტუმრო ,,ლეოგრანდს”, 44 რეკომენდაცია მიეცა. წლის ბოლომდე ობიექტის გარე პერიმეტრზე სამი ჰიდრანტი და  ცეცხლგამძლე მასალის მქონე ლიფტები უნდა  მოეწყოს, სიგნალიზაციის ამოქმედების დროს ლიფტების ავტომატური დაშვებისთვის საჭირო  სისტემა უნდა გაიმართოს, მოწესრიგდეს კიბის უჯრედებში კვამლსაწინააღმდეგო ვენტილაციაც. სასტუმრო თითქმის ერთი თვეა ,,ველმონდის” სახელით ოპერირებს, პარალელურ რეჟიმში კი როგორც ტურისტული ობიექტის გენერალური მენეჯერი აცხადებს, მიმდინარეობს რეკომენდაციების შესრულება.  

ალფრ პინარის თქმით, ამ დროისთვის სასტუმროში არსებული ხის 48 კარი ცეცხლგამძლე კარით ჩანაცვლდა, ხოლო სპა-სალონს კიბე დაემატა. იგი ირწმუნება, რომ შახტებს  შორის გაკეთდა ბეტონის ტიხრები,  რომელიც ხანძრის გაჩენის ან დაკვამლიანების შემთხვევაში მის იზოლირებას უზრუნველყოფს. ობიექტის წარმომადგენლების თქმით, მოწესრიგდა საქვაბე სადაც ტრაგედიის დღეს ხანძარი გაჩნდა. საქვაბეში ასევე დამონტაჟდა სათვალთვალე კამერები და იგი სპეციალურ კონტროლს ექვედებარება.

შენობაში განთავსდა დეტექტორები და განატების სისიტემა, რომელიც დენის გათიშვის შემთხვევაში სამი საათის განმავლობაში ალტერნატიულ წყაროზე იმუშავებს.  ამის გარდა გაკეთდა უსაფრთხოების ზონები,  შენობის გარეთ კი  შენდება სახანძრო კიბე, რომელიც ამ დრომდე მხოლოდ სამ სართულს ესაზღვრებოდა. შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან 10 საქართველოს ერთი კი ირანის მოქალაქე იყო. 

ამავე კატეგორიაში