ევროკავშირი და საქართველო ორ ფართომასშტაბიან პროექტს იწყებენ

15 ივნისი 2018, 00:00 2312 ნახვა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში იწყება ორი ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება საქართველოში. პრეზენტაცია დღეს გაიმართა ქობულეთში. სოფლის მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად 22 მილიონი ევრო დაიხარჯება.

პროექტები ითვალისწინებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისა და ფერმერების ხელშეწყობას, ასევე სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემუშავებას. პროექტები 5 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

კონკრეტული დეტალები დღეს არ გასაჯაროვებულა, ეს მხოლოდ ზოგადი  მონახაზია. პრეზენტაციას ევროკავშირის, საქართველოს მთავრობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და გაეროს წარმომადგენლობა ესწრებოდა. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში