შეხვედრა ტურიზმის საკითხებზე

16 ივნისი 2018, 00:00 1493 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საქმიანობას საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გაეცნო.

შეხვედრაზე ყველა ის პროექტი განიხილეს, რომელსაც დეპარტამენტი რეგიონში ტურიზმის განვითარებისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით აკეთებს. მათ შორის სარეკლამო აქტივობები, რომელიც 16 სამიზნე ქვეყანაში ხორციელდება. ასევე განიხილეს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სამომავლო სტატუსი.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში