უფასო სამედიცინო გამოკვლევები

16 ივნისი 2018, 00:00 1303 ნახვა

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ომის მონაწილეების, ბათუმში მცხოვრები დევნილი ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის  მედიკოსები პაციენტებს კონსულტაციებსაც უწევენ და კარდიოგრამას, გულის ექოსკოპიას  და ლაბორატორიულ კვლევებსაც უტარებენ.

ამ დროისთვის, აქციის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურებით  დაახლოებით 200-მა  პირმა ისარგებლა. საქველმოქმედო აქცია თამარის დასახლებაში  ,,საოჯახო მედიცინის ცენტრში’’  18 საათამდე გაგრძელდება

ამავე კატეგორიაში