ქრისტინა აგილერამ ჯიმი ფელონთან ერთად ნიუ-იორკის მეტროში ქუჩის მუსიკოსის როლი მოირგო

16 ივნისი 2018, 00:00 1513 ნახვა

მომღერალმა ქრისტინა აგილერამ ცნობილ ამერიკელ ტელეწამყვან ჯიმი ფელონთან ერთად ნიუ-იორკის მეტროში ქუჩის მუსიკოსის როლი მოირგო.  მგზავრებს რომ არ ეცნოთ მუქი სათვალეები გაიკეთა და  ქუდი დაიხურა, რომელიც სახეს თითქმის მთლიანად ფარავდა.  აგილერამ  არეტა ფრანკლინის ჰიტი "ფრიდამი" შეასრულა. მომღერლის ირგვლივ უამრავი ადამიანი შეიკრიბა.

შენიღბვის მიუხედავად მგზავრებმა მაინც იცნეს საყვარელი მუსიკოსი, რომელსაც უჩვეულო ხმა აქვს.  კომპოზიციის "ფაითერ" შესრულების დროს აგილერამ და ფელონმა შეკრებილების წინაშე ნიღბები მოიხსნეს.

ამავე კატეგორიაში