პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო

17 ივნისი 2018, 00:00 1452 ნახვა

დღეს 14 საათზეა ჩანიშნული მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე  გიორგი გრატიაშვილი განიხილავს. სასამართლო აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა,  ბუტა ანთაძეს  სასიკვდილო ჭრილობები გულმკერდისა და მუცლის არეში ბლაგვი საგნით მიაყენა და ის  სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა.  

მკვლელობის მოტივი უცნობია. ცნობილია მხოლოდ, ის რომ შემთხვევა ქობულეთში, მაშინ მოხდა როდესაც ხე დენდროლოგიურ პარკში გადაჰქოდანთ, ადგილზე კი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით პოლიცია იმყოფებოდა, რა დროსაც გარდაცვლილს ზურგიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ბრალდებული გარდაცვლილის თანასოფლელია. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამავე კატეგორიაში