მთელი ღამის განმავლობაში საქართველოს რამდენიმე რეგიონში მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ

17 ივნისი 2018, 00:00 1599 ნახვა

მთელი ღამის განმავლობაში საქართველოს რამდენიმე რეგიონში მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ - მიზეზი ამინდის გაუარესება გახდა. ბახმაროში მეხის ჩამოვარდნამ 54 წლის კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით სხვა რეგიონებში სტიქიის გამო დაშავებულები არ არიან. თუმცა ამინდის გაუარესებამ გარკვეული პრობლემები შექმნა. სოფელ ნასაკირალში ნაძვზე მეხის დაცემის შედეგად ცეცხლი გაჩნდა.

მცხეთა-მთიანეთში ფშავის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო, რამდენიმე საათი შეზღუდული იყო სამანქანო მოძრაობა. მარნეულში ძლიერი ნალექის გამო, რვა საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.

კახეთში წყლის მოვარდნის გამო ჩახერგილი იყო გომბორი-თელავის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი, გურჯაანში კი დაიტბორა გამგეობის შენობის სარდაფი და ერთი საცხოვრებელი სახლი.

15:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება 

 

ამავე კატეგორიაში