ბრალდებული ტაკიზე მხოლოდ განზრახ მკვლელობის მუხლით წარდგენილ ბრალს აღიარებს

17 ივნისი 2018, 00:00 2328 ნახვა

მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობაში ბრალდებულის ბესიკ ტაკიძის ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებული დანაშაულს აღიარებს განზრახ მკვლელობის ნაწილში და არა იმ მუხლით, რასაც გამოძიება ედავება. მისივე ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილს ნანობს.

დალი ინაიშვილის განცხადებით, დაცვის მხარე არ ეთანხმება ბრალის დამძიმებას და ითხოვენ ბრალის გადაკვალიფიცირებას, განზრახ მკვლელობის მუხლზე. ადვოკატის ინფორმაციით მკვლელობამდე პოლიციის უფროსმა ბრალდებულს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ბრალდებულმა ბუტა ანთაძეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

მკვლელობის მოტივად კი ეს სახელდება. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებულის მიმართ დაკავების შემდეგ სამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა ზეწოლას და არაადამიანურ მოპყრობას.

გადაკვალიფიცირებას სსკ 109 მუხლის ნაცვლად 108 მუხლით, რაც იყო თავიდან და მერე პროკურატურამ დაუმძიმა. ფაქტის დროს ბრალდებული იყო ნასვამ მდგომარეობაში." - განაცხადა დალი იმნაიშვილმა, ბესიკ ტაკიძის ადვოკატმა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში