ჩაქვში მომხდარი ავარიისას დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

17 ივნისი 2018, 00:00 1833 ნახვა

სტაბილურია ჩაქვში მომხდარი ავტოავარიისას   დაშავებული 2 კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ორივე მათგანს  ქობულეთის   რეგიონულ საავადმყოფოში დღეს დილით  ოპერაცია  ჩაუტარდა.  

კლინიკაში ისინი ხელისა და მენჯ-ბარძაყის არეში   მოტეხილობებით მიიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, ამჟამად დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  

ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.  შემთხვევა გუშინ მოხდა.  ფაქტზე გამოძიება  276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.  დანაშაული  ჯარიმას, თავისუფლების შეზღუდვას ან ერთიდან სამ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში