პოლიციის უფროსის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

17 ივნისი 2018, 00:00 2450 ნახვა

ბესიკ ტაკიძე წინასწარ პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობაში ბრალდებული ამბობს, რომ მას მკვლელობა განზრახ არ ჩაუდენია.

დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდნენ დაღუპულის ოჯახის წევრები. დაკავებულის ადვოკატმა კი პროკურორის არგუმენტებს დღეს გაყალბებული უწოდა.

პროკურორის ინფორმაციით 16 მაისს სოფელ გვარაში ბუტა ანთაძე სამსახუროებრივ მოვალეობას ასრულებდა, ბრალდებულს კი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო პოლიციის უფროსმა მოუწოდა არ შეეშალა ხელი ტვირთის გადატანაში, რასაც ბესიკ ტაკიძის მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა, რა დროსაც პოლიციელს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში