ანჯელინა ჯოლი გაეროს კეთილი ნების ელჩის რანგში ერაყის ქალაქ მოსულში ჩავიდა

17 ივნისი 2018, 00:00 2221 ნახვა

ანჯელინა ჯოლი გაეროს კეთილი ნების ელჩის რანგში ერაყის ქალაქ მოსულში ჩავიდა. ჰოლივუდის ცნობილი მსახიობმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რომ მოსულის მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ არ დაივიწყონ, რომლებიც ამ დროისთვის თავიანთი ქალაქის აღდგენას ცდილობენ. ანჯელინა ჯოლი მოსულში ადგილობრივებს შეხვდა, შემდეგ კი ძველი ქალაქის დაბომბილი ქუჩები დაათვალიერა.

მსახიობი გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან 2001 წლიდან თანამშრომლობს, ხოლო ერაყში ეს მისი მე-5 ვიზიტი გახდა.

ამავე კატეგორიაში