''არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები''- თემაზე ქედაში დისკუსია გაიმართა

18 ივნისი 2018, 00:00 1327 ნახვა

''არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები''- თემაზე ქედაში დისკუსია გაიმართა. შეხვედრის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაა. შეხვედრის საშუალებით მონაწილეები აქტიურად ჩაერთობიან სხვადასხვა ღონისძიებებში, გაიცნობენ და კომუნიკაციას დაამყარებენ ერთმანეთთან. გარდა ამისა, მერია მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირებს საშუალებას მისცემს ჩაერთონ პროექტში- „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“.

პროექტის მიხედვით ჩატარდება ჯომარდობა, ღონისძიების ორგანიზებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა მედია კავშირი“ გაუწევს.

ამავე კატეგორიაში