იყიდება თუ არა უკანონოდ ფსიქოტროპული მედიკამენტები აფთიაქში? 

18 ივნისი 2018, 00:00 4040 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის უფროსი  იწმუნება, რომ ბათუმში ერთ ერთ აფთიაქში ფსიქოტროპული პრეპარატები და ნარკოტიკული ნივთიერებები იყიდება, ხშირ შემთხვევაში კი მოხმარებლები არასრულწლოვნები არიან.  მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ მტკიცებულებები გააჩნია და მზად არის გამოძიებასთან ითანაშრომლოს.  ორგანიზაციის ხემძღვანელის  მტკიცების, აფთიაქს ყოფილი მაღალჩინოსნები მფარველობენ.  

ადგილზე  საპატრულო პოლიცია მერაბ ღოღობერიძის გამოძახების შემდეგ მივიდა. აღნიშნული აფთიაქის წინააღმდეგ  გამოძიება სსკ 246 ე მუხლით დაიწყო, რაც უკანონო საექიმო ან ფარმაცევტულ საქმიანობას გულისხმობს. აფთიაქი მას შმედეგ დაკეტეს, რაც  გადამღები კამერები  ადგილზე მივიდნენ.

ამავე კატეგორიაში