შესაძლოა გამოცდებზე ვიდეოთვალთვალი დასაშვები გახდეს 

18 ივნისი 2018, 00:00 1568 ნახვა

გამოცდებისა და ტესტირებების მიმდინარეობისას ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება შესაძლებელი იქნება, რასაც დღეს კანონი ფაქტობრივად გამორიცხავს. შესაბამისი ცვლილებები “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც განათლებისა სამინისტრომ მოამზადა.

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მიხედვით, საჯარო და კერძო დაწესებულებებს შეუძლიათ განახორციელონ თავიანთი შენობების ვიდეოთვალთვალი, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისგან დაცვისა და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის. სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში.  მნიშვნელოვანია დადგინდეს საგამოცდო/ტესტირების მიზნებისთვის ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენების შესაძლებლობა“, - განმარტავს განათლების სამინისტრო. კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

ამავე კატეგორიაში