მინისტრობის  კანდიდატები  კომიტეტის  გაერთიანებულ  სხდომაზე

19 ივნისი 2018, 00:00 2421 ნახვა

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ხელფასები 1 ივლისიდან 250 ლარით გაეზრდებათ.  შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პოლიციელებს ხუთ ქალაქში მათ შორის ბათუმში,  ბინები გადაეცემათ. სამომავლო პრიორიტეტებზე პარლამენტარების წინაშე გიორგი გახარიამ ისაუბრა. დღესვე მოუსმინეს იუსტიციის მინისტრობის  კანდიდატსაც მისი გამოსვლა ოპონენტებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ბევრ სიახლეზე ისაუბრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა.  

კახა კახიშვილის განცხადებით,  პენიტენციური სისტემა მცირე ზომის ციხეების მოდელზე უნდა გადავიდეს. ამის მიზეზად კახიშვილი ციხეების გამარტივებულ  მართვას ასახელებს. ციხეები  არაუმეტეს 500 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი. ცნობილი ხდება, რომ მეშვიდე პენიტენციური დაწესებულება დაიხურება. დაწესებულების დახურვა სიმბოლურად წამების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს იგეგმება. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში