გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა და მეორადი ავტონაწილები - სპეციალისტები ავარიების მიზეზებზე

19 ივნისი 2018, 00:00 2716 ნახვა

ტრაგიკული შემთხვევები მოქალაქეებისგან დამოუკიდებლად და მოქალაქეებზე დამოკიდებული – ის, რომ ბევრია ავტომანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის შედეგად მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა ამაზე არავინ დაობს.

დიდი რაოდენობით ფიქსირდება ექსპლუატაციის წესების დარღვევა, მათ შორისაა გაუმართავი ტრანსპორტი, გაუმართავი ძრავით, ან შესაძლოა მოძველებული საბურავებით. სამუხრუჭე სისტემა სახელდება ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, რის გამოც ბოლო პერიოდში ინსპექტირებისას შემოწმებული ავტომობილების უმეტესობას ხარვეზი დაუდგინდა.

ზოგადად მეორადი ნაწილების გამოყენება დასაშვებია, თუმცა არავინ აკონტროლებს ექსპლუატაციის ვადებს. მსგავსი შემთხვევების გამოძიება როგორც ჩანს უჭირს პოლიციასაც, სტატისტიკის თანახმად წლის პირველ კვარტალში 1015 ავტოსაგზაო შემთხვევიდან მხოლოდ 41-ის გახსნა მოხერხდა. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში