სინოდის სხდომაზე, შესაძლოა, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეც განიხილონ

21 ივნისი 2018, 00:00 2323 ნახვა

ამ წუთებში სინოდის სხდომა იწყება საპატრიარქოში. სადაც ბოლო პერიოდში დაგროვებული, ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებს. სხდომას კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე უხელმძღვანელებს.

განსახილველი საკითხები წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე მღვდელმთავრებისთვის წინასწარ არ არის ცნობილი, თუმცა მღვდელმთავრები არ გამორიცხავენ, რომ ერთ–ერთ საკითხად სხდომაზე მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის გაცნობა იყოს. ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილი სხვა ადგილობრივ ეკლესიათა შორის, ე.წ. დიპტიხში.

წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილავენ თუ არა ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის საკითხს უცნობია. სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში