ქართული ფოლკლორის ყოველწლიური ფესტივალი ''არტ-გენი''  მახუნცეთში დღეს გაიხსნება

21 ივნისი 2018, 00:00 1751 ნახვა

ქართული ფოლკლორის ყოველწლიური ფესტივალი „არტ-გენი“  მახუნცეთში დღეს გაიხსნება. ფესტივალის 15 წლის საიუბილეო გახსნა ქედაში წელს პირველად მოხდება. მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან.

ფესტივალში მონაწილეობას ქართულის სიმღერების შემსრულებელი გუნდებიც მიიღებენ. დღესვე მახუნცეთში ძეგლი სახელწოდებით „სამშობლოს სადარაჯოზე“  გაიხსნება. ფესტივალი აჭარის შემდეგ გურიაში, იმერეთსა და  ლეჩხუმში ჩატარდება. დასკვნით ეტაპს დედაქალაქი უმასპინძლებს. თბილისში ღონისძიებები 8-დან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

ამავე კატეგორიაში