''აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა'' - ჯომარდობა ბორჯომში

21 ივნისი 2018, 00:00 2629 ნახვა

პროექტი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ გრძელდება და მასში ასობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ერთვება.  ბორჯომში, პირველ ადაპტირებულ საველე ბანაკში „ახალგაზრდული მედია კავშირის“ ორგანიზებით შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საქართველოს პირველობაზე ჯომარდობის ინტეგრირებული ჩემპიონატი გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის მთავრობის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა.

კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით   საჯომარდო ნავების ადაპტირებისთვის უნივერსალური კონსტრუქციები თავად შშმ პირებმა შექმნეს, შეგახსენებთ, ჩემპიონატი 2012 წლიდან იმართება და ვარაუდობენ რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ევროპის ინტეგრირებული ჩემპიონატი გაიმართება.
 

ამავე კატეგორიაში